პირველი შთაბეჭდილება სახლის შესახებ ფასადით იქმნება, ამიტომ მისი მოპირკეთება ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, რომელსაც მშენებლობის თუ რემონტის დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ისიც აღსანიშნავია, რომ მწარმოებლები მასალების, ფერების, დიზაინერული გადაწყვეტილებების, ფუნქციონალისა თუ ფასის მიხედვით მართლაც დიდ მრავალფეროვნებას გვთავაზობენ, თუმცა ამგვარი ფართო არჩევანი ზოგჯერ გადაწყვეტილების მიღებასაც ართულებს.
სწორედ ამიტომ, ამჯერად მთავარ თემად ფასადის მოპირკეთება შევარჩიეთ. გაეცანით ახალ ბლოგპოსტს — საინტერესო ტრენდებს, სასარგებლო რეკომენდაციებსა და რჩევებს, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ.
პანელები
რა თქმა უნდა, ფასადის მასალა დასაწყისშივე, თქვენი სურვილისა და ფუნქციონალის მიხედვით უნდა შეარჩიოთ, რადგან, როგორც წესი, სახლის გარე ვიზუალი მთლიანად მასზეა დამოკიდებული.
ფასადის მოსაპირკეთებლად კარგი გადაწყვეტილებაა სპეციალური პანელები, რომლებიც ბოლო პერიოდში აქტიურად გამოიყენება და ძალიან პოპულარულიცაა. ამ მასალას სპეციალისტები მომხმარებლებს რამდენიმე ფაქტორის გამო ურჩევენ ხოლმე: პანელები ნესტგამძლე, მდგრადი, ენერგოეფექტური, ეკოლოგიური და მარტივად მოსავლელია. თანაც, ისინი რთულ სამონტაჟო სამუშაოებსაც არ საჭიროებს.
კრამიტი
სახურავი ფასადის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი კრამიტით მოპირკეთება ერთ-ერთი გავრცელებული გადაწყვეტილებაა. თუ თქვენც მის გამოყენებას დააპირებთ, სასურველ ფერის შერჩევა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. თუმცა, არც მახასიათებლები დაივიწყოთ: აუცილებელია, კრამიტი არაკოროზიული იყოს, გარემო პირობებსა თუ ტემპერატურის ცვალებადობას კარგად უძლებდეს და, რა თქმა უნდა, მარტივად მონტაჟდებოდეს.
სხვათა შორის, კრამიტით მოპირკეთებას განსაკუთრებით უხდება მანსარდული ფანჯრები, რომლებიც ახლა ძალიან პოპულარულია. კონსტრუქცია სრულიად უსაფრთხო და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადია. ამასთან, ის ოთახებსაც კარგად ანათებს და ვენტილაციასაც კარგად უზრუნველყოფს.

ფასადის კერამიკული ფილები
კერამიკული ფილები, რომლებიც მოსაპირკეთებლად გამოიყენება, დახვეწილი დიზაინით, მრავალფეროვნებითა და გამძლეობით ხასიათდება. თანაც, შედარებით ბიუჯეტურია და, ამავდროულად, დასამონტაჟებლადაც მარტივი, თუმცა, გახსოვდეთ, რომ მათი გამოყენება მხოლოდ ვენტილირებადი ფასადების შემთხვევაშია შესაძლებელი.
ჰიპერმარკეტ „დომინოში“ ფასადების მოსაპირკეთებელი მასალების მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს. მნიშვნელობა არ აქვს — უკვე იცით, რისი შეძენა გსურთ, თუ გადაწყვეტილებაზე ჯერ კიდევ ფიქრობთ, აუცილებლად გვეწვიეთ. შერჩევის პროცესს ჩვენი კონსულტანტები კომპეტენტური რეკომენდაციებით გაგიმარტივებენ.
როგორც უკვე იცით, SIP პანელით აშენებული სახლის, თუ კოტეჯის ![]()
მოპირკეთება, ნებისმიერი მასალით არის შესაძლებელი, ფასადი კი, ნებისმიერი ფაქტურის საიდინგით (PVC მასალისგან დამზადებული პანელები), რომელიც ზედმიწევნით იმეორებს აგურის, ქვის, მორის, ფიცრის ![]()
![]()
და სხვა მასალის ფაქტურას..წარმოგიდგენთ ნიმუშების ნაწილს![]()
📲 555 44 70 71
ვებ საიტი: https://sippaneli.ge/
